პრინტერი Epson EcoTank L3200 (C11CJ69401)
პრინტერი Epson EcoTank L3200
არის ფერადი ჭავლური მრავალფუნქციური პრინტერი, რომელიც ბეჭდვის, კოპირებისა და სკანირების ფუნქციებს აერთიანებს. ჩაშენებული მელნის ავზები ბოთლიდან მარტივად ივსება, ამიტომ ეს მოდელი გამოგადგებათ სახლში ან მცირე ოფისში დოკუმენტებისა და ფერადი მასალების რეგულარული ბეჭდვისთვის.
A4 ფორმატში ბეჭდვის მაქსიმალური გარჩევადობა 5760 × 1440 dpi-ია. ISO სტანდარტით ბეჭდვის სიჩქარე წუთში 9.2 გვერდამდეა შავ-თეთრად და 4.5 გვერდამდე — ფერადად. მწარმოებლის მონაცემებით, მელნის ბოთლების რესურსი დაახლოებით 4 500 შავ-თეთრი და 7 500 ფერადი გვერდია; რეალური რაოდენობა გამოყენებასა და ბეჭდვის პირობებზეა დამოკიდებული.
პრინტერი კომპიუტერს USB-ით უკავშირდება. სკანერს აქვს CIS ტიპის სენსორი, ხოლო ორმხრივი ბეჭდვა ხელით სრულდება.
პრინტერის სრულ ტექნიკურ მახასიათებლებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქვე, სპეციალურ ჩანართში „მახასიათებლები“.
პრინტერი Epson EcoTank L3200
| ჭავლური პრინტერი ( მელნის ავზებით ) | |
|---|---|
| ბრენდი | Epson |
| ფუნქციები | ბეჭდვა, კოპირება, სკანირება, ფოტოების ბეჭდვა, ხელით ორმხრივი ბეჭდვა. სკანერის სენსორი CIS. |
| ბეჭდვის ტექნოლოგია | ფერადი ჭავლური, Epson Micro Piezo |
| ბეჭდვის მაქსიმალური ფორმატი | A4 |
| ბეჭდვის ფერი | ფერადი |
| ბეჭდვის რეზოლუცია | 5760 × 1440 dpi |
| ასლის გადაღების რეზოლუცია | 600 × 600 dpi, სკანირების რეზოლუცია 600 × 1200 dpi |
| ბეჭდვის სიჩქარე | 9.2 გვ/წთ-მდე (შავ-თეთრი); 4.5 გვ/წთ-მდე (ფერადი), ISO რეჟიმში |
| ასლის გადაღების სიჩქარე | 7 გვ/წთ-მდე (შავ-თეთრი); 1.7 გვ/წთ-მდე (ფერადი) |
| ინტერფეისი | USB |
| თავსებადი მელნები | Epson 103 — შავი, ლურჯი, წითელი, ყვითელი |
| გარანტია | 1 წელი |
| კოდი (SKU) | C11CJ69401 |






