Epson SureColor SC-F1000 — DTG/DTFilm ტექსტილის პრინტერი (C11CK78301A0)
Epson SureColor SC-F1000 — DTG/DTFilm ტექსტილის პრინტერი
არის ჰიბრიდული ტექსტილის პრინტერი, რომელიც მხარს უჭერს DTG ბეჭდვას — პირდაპირ ქსოვილზე — და DTFilm ტექნოლოგიას. DTFilm-ის დროს დიზაინი ჯერ სპეციალურ ფირზე იბეჭდება, შემდეგ კი ფირიდან ქსოვილზე გადააქვთ.
ის განკუთვნილია მაისურებისა და სხვა ტექსტილის პერსონალიზებული დიზაინებით მოსართავად, მცირე ბიზნესსა და სახელოსნოებში გამოსაყენებლად.
პრინტერი მუშაობს სხვადასხვა ტიპის ქსოვილზე, მათ შორის ბამბაზე, ნეილონზე, ტყავზე, პოლიესტერსა და ჯინსზე. თეთრი მელანი საშუალებას იძლევა, დიზაინი მუქი ფერის ქსოვილზეც დაიბეჭდოს. Epson UltraChrome DG2 პიგმენტური მელნები კი ფერადი გამოსახულებების დასაბეჭდად გამოიყენება.
მოსახერხებელი კონსტრუქცია ამარტივებს ქსოვილის ან ფირის სამუშაო ზედაპირზე განთავსებას, ხოლო სენსორები არათანაბრად მოთავსებულ მასალას ამჩნევს. SC-F1000 კარგი არჩევანია პერსონალიზებული ტექსტილის ბეჭდვისთვის, როცა ერთ მოწყობილობაში DTG და DTFilm შესაძლებლობებია საჭირო.
პრინტერის სრულ ტექნიკურ მახასიათებლებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქვე, სპეციალურ ჩანართში „მახასიათებლები“.
Epson SureColor SC-F1000 — DTG/DTFilm ტექსტილის პრინტერი
| ჭავლური პრინტერი ( მელნის ავზებით ) | |
|---|---|
| ბრენდი | Epson |
| ფუნქციები | DTG ბეჭდვა პირდაპირ ქსოვილზე; DTFilm ბეჭდვა სპეციალურ ფირზე; თეთრი მელნით მუქ ქსოვილზე ბეჭდვა; ფერადი სენსორული ეკრანი; USB მეხსიერებიდან პირდაპირ ბეჭდვა; საქშენების შემოწმების ტექნოლოგია (NVT); სადენიანი და უსადენო ქსელური კავშირი; ქსოვილზე მუშაობა, მათ შორის ბამბაზე, ნეილონზე, ტყავზე, პოლიესტერსა და ჯინსზე |
| ბეჭდვის ტექნოლოგია | PrecisionCore™ Micro TFP |
| ბეჭდვის მაქსიმალური ფორმატი | ტექსტილზე ბეჭდვა; პლატენის სამუშაო არე დამოკიდებულია გამოყენებულ პლატენზე — S ზომა: 254 × 305 მმ; სახელოს პლატენი: 102 × 102 მმ |
| ბეჭდვის ფერი | ფერადი, 5 ფერი — შავი, ცისფერი, მაჯენტა, ყვითელი და თეთრი |
| ბეჭდვის რეზოლუცია | მაქს. 2400 × 1200 dpi |
| ინტერფეისი | USB, Ethernet (LAN), Wi‑Fi, Wi‑Fi Direct |
| თავსებადი მელნები | Epson UltraChrome DG2 — შავი C13T55B100, ცისფერი C13T55B200, მაჯენტა C13T55B300, ყვითელი C13T55B400, თეთრი C13T55BA00 |
| ტექნიკური აბსორბერი ( პამპერსი ) | C13S400215 |
| გარანტია | 2 წელი |
| კოდი (SKU) | C11CK78301A0 |


