Epson EcoTank L18050 — A3+ ექვსფერიანი ფოტო პრინტერი (C11CK38403)
Epson EcoTank L18050 — A3+ ექვსფერიანი ფოტო პრინტერი
განკუთვნილია მათთვის, ვისაც მაღალი ხარისხის ფოტოებისა და ფერადი გამოსახულებების დიდი ფორმატით დაბეჭდვა სჭირდება. პრინტერი A3+ ზომის ჩათვლით ბეჭდავს და იყენებს ექვსფერიან მელნის სისტემას. დამატებითი ღია ციანი და ღია მაჯენტა ფოტოზე ფერებისა და ტონალური გადასვლების უფრო ნაზად გადმოცემას უწყობს ხელს.
მელნის ავზები ბოთლებიდან ივსება, რაც კარტრიჯების ხშირ შეცვლას აღარ საჭიროებს და ფოტოების დიდი რაოდენობით ბეჭდვას უფრო ეკონომიურს ხდის. Wi‑Fi და Wi‑Fi Direct კავშირით კი ფოტოების დაბეჭდვა კომპიუტერიდან ან თავსებადი მობილური მოწყობილობიდან შეიძლება.
ეს მოდელი განკუთვნილია მხოლოდ ბეჭდვისთვის — სკანირებისა და ასლის გადაღების ფუნქციები არ აქვს. გამოდგება ფოტოგრაფებისთვის, დიზაინერებისა და მცირე სტუდიებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ A3+ ფორმატის ფოტოებისა და ვიზუალური მასალის დაბეჭდვა. Epson-ის ოფიციალური გვერდის მიხედვით, L18050 მხარს უჭერს უკაბელო ბეჭდვას და 6-ფერიან Dye მელნის სისტემას.
პრინტერის სრულ ტექნიკურ მახასიათებლებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქვე, სპეციალურ ჩანართში „მახასიათებლები“.
Epson EcoTank L18050 — A3+ ექვსფერიანი ფოტო პრინტერი
| ჭავლური პრინტერი ( მელნის ავზებით ) | |
|---|---|
| ბრენდი | Epson |
| ფუნქციები | ფერადი ბეჭდვა; ფოტოების ბეჭდვა ჩაროს გარეშე; CD/DVD-ზე ბეჭდვა; Wi‑Fi-ით მართვა Epson Smart Panel-იდან; ხელით ორმხრივი ბეჭდვა. სკანერი და ასლის გადაღების ფუნქცია არ აქვს. |
| ბეჭდვის ტექნოლოგია | პიეზოელექტრული ჭავლური ბეჭდვა — Epson Micro Piezo™ |
| ბეჭდვის მაქსიმალური ფორმატი | A3+ |
| ბეჭდვის ფერი | ფერადი, 6 ფერი — შავი, ცისფერი, ღია ცისფერი, მაგენტა, ღია მაგენტა და ყვითელი; Dye ტიპის მელნები. |
| ბეჭდვის რეზოლუცია | 5760 × 1440 dpi |
| ბეჭდვის სიჩქარე | ISO — 8 გვ/წთ შავ-თეთრად და ფერადად; 10 × 15 სმ ფოტოს ბეჭდვა — დაახლოებით 13 წამი. |
| ინტერფეისი | USB, Wi‑Fi, Wi‑Fi Direct. |
| თავსებადი მელნები | Epson 108 — შავი, ცისფერი, ღია ცისფერი, მაჯენტა, ღია მაჯენტა, ყვითელი |
| ტექნიკური აბსორბერი ( პამპერსი ) | C12C934591 (C9345) |
| გარანტია | 2 წელი |
| კოდი (SKU) | C11CK38403 |








